გრანდიოზული პრეზენტაციის შემდეგ Apple-მა iPad Pro-ს ორ მოდელის გასაყიდი ფასი გააძვირა.
The Verge-ს ინფორმაციით, 10,5 და 12,9 დუიმიანი iPad Pro 50 დოლარით გაძვირდა. შესაბამისად, პირველი მათგანის ფასი 749 დოლარიდან 799 დოლარამდე გაიზარდა, მეორე მოდელის ფასი კი 949 დოლარიდან 999 დოლარამდე.
Apple-ში არ ასახელებენ მიზეზებს, რატომ გააძვირეს კონკრეტული მოდელები.