სარეკლამო სააგენტო ODW Reigie-ის ინიციატივით, საფრანგეთის თეატრები სპექტაკლის დაწყების წინ რეკლამებს გაუშვებენ.
პირველი ჩვენებები მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება.
Thelocal-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეკლამების გაშვება პარიზის 20 კერძო და საფრანგეთის სხვა ქალაქების 30-მდე თეატრში მოხდება, მათ შორის ზოგიერთ ისეთ თეატრში, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.
სარეკლამო რგოლების სპექტაკლის დაწყებამდე ხუთით წუთით ადრე გავა ეკრანზე. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, კინოსგან განსხვავებით, თეატრის აუდიტორია მეტად უნიკალურია - მათი უმრავლესობა მაღალანაზურებადია, აქვთ კარგი განათლება და მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა.
სარეკლამო ბლოკი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი - 2 წუთი ბრენდების რეკლამებს დაეთმობა, დანარჩენი კი თეატრს, მათ შორის სპექტაკლების ტიზერებს და სხვა ინფორმაციას. რეკლამის ჩვენება სცენის ფარდაზე ჩამოშვებულ ეკრანზე მოხდება. სააგენტოში იმედოვნებენ, რომ რეკლამა თეატრის მაყურებელს არ გააღიზიანებს და პირიქით, სპექტაკლის დაწყებამდე გაართობს მათ.
ODW Reigie-ის ინიციატივას ბევრი თეატრი მიესალმება, თუმცა არიან ისეთებიც , ვინც მიიჩნევს, რომ რეკლამა ისედაც ყოველი ფეხის ნაბიჯზეა და მაყურებელმა თეატრში მისვლისას მაინც უნდა დაისვენოს რეკლამისგან.