Google, Yahoo და Microsoft საუკეთესო გადამხდელი კომპანიების ათეულში მოხვდნენ.
ამერიკაში ჩატარებული ბიზნეს-კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი შემოსავალი Google-ს თანამშრომლებს აქვთ.
როგორც კვლევით დადგინდა, კომპანიის ერთი რიგითი თანამშრომლის საშუალო წლიური შემოსავალი, 127 ათას ამერიკულ დოლარს აღემატება.
მაღალი ხელფასის გაცემის თვალსაზრისით, მეორე ადგილზე Yahoo-ა, რომლის თანამშრომლის წლიური შემოსავალი 125 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. მეექვსე ადგილზეა Microsoft, სადაც საშუალო წლიური ხელფასი 117 ათას ამერიკულ დოლარს არ აღემატება.
საუკეთესო გადამხდელებს შორის მოხვდნენ შემდეგი კომპანიებიც: Cisco systems (120 ათასი აშშ დოლარით), eBay (114 ათასი აშშ დოლარით) , Chevron (113 ათასი აშშ დოლარით).