ფინანსური ბაზრების გასული და მიმდინარე კვირის მიმოხილვა

13 სექტემბრს ჩინეთის ეროვნულმა ინტერნეტ ასოციაციამ განაცხადა, რომ „ ბიტკოინი“ ფულის გათეთრების იარაღად იქცა და ამიტომ ვირტუალური ვალუტების პლატფორმები იურიდიულად უკანონოდ გამოაცხადა.

გადაწყვეტილება კრიპტო ბირჟების დახურვის შესახებ უკვე მიღებულია და ოფიციალურად დახურვა 30 სექტემბერს მოხდება. ამ მოვლენების ფონზე BTC/USD-წყვილი 4367 დოლარიდან 2 944 დოლარამდე დაეცა.

bpn

15 აგვისტოდან მოყოლებული ლარი განაგრძობს გაუფასურებას საერთაშორისო ვალუტებთან მიმართებაში. ლარის გაუფასურების სისწრაფე დოლართან მიმართებაში მცირედით შეჩერდა ამერიკაში მიმდინარე ქარიშხლების გამო, რამაც დოლარის შესუსტება გამოიწვია.

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, პარასკევს, 15 სექტემბერს ერთი დოლარის ღირებულებამ 2 ლარი და 46 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2 ლარი და 94 თეთრია. ეს ევროსთვის ისტორიული მაქსიმუმია ლართან მიმართებაში. ჩვენი აზრით ლარი კიდევ გააგრძელებს გაუფასურებას, მომდევნო თვეების განმავლობაში, უცხოური ვალუტის შემოდინების ნაკლებობის გამო. 

bpn

საინტერესო იყო 11-15 სექტემბრის საფონდო ბირჟის სესია. გასულ კვირას ინვესტორების ყურადღება ძირითადად გადატანილი იყო ორი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის აქციებზე.

სიეტლში დაარსებული საცალო გაყიდვების გიგანტმა, Amazon-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ მეორე სათავო ოფისის გახსნას და 50 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას იწყებს, რაშიც 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ განცხადების შემდეგ "ამაზონის" აქციები 963 დოლარიდან 1000 დოლარამდე გაიზარდა. ჩვენი პროგნოზებით, წლის ბოლომდე, კომპანიის აქციებმა შესაძლოა 1200 დოლარს მიაღწიოს. 

bpn

გასულ კვირას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო "ეფლის" ახალი პროდუქტების პრეზენტაცია, რომელიც 12 სექტემბერს გაიმართა. კომპანიამ პრეზენტაციაზე მომხამრებლებს  ახალი iPhone 8 და iPhone 8 +,  მესამე თაობის ეფლ ვოჩი, 4k ეფლ ტივი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, iPhone 10 წარუდგინა.

საიუბილეო iPhone 10-მა მომხამრებლების მოლოდინი ვერ გაამართლა, ამას დაემატა კომპანიის განცხადება, რომ ახალი სმარტფონის შეძენა ბაზარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ 3 ნოემბრიდან. ამ განცხადებამ ინვესტორები უარყოფითად განაწყო და კომპანიის აქციები გაუფასურდა. მთლიანობაში ეფლის აქციების ფასი ერთ აქციაზე 163 დოლარიდან 157 დოლარამდე დაეცა. 

bpn

გასული კვირის განმავლობაში მკვეთრად მყარდებოდა "შავი ოქრო". Opec-ის გენერალური მდივანის, მოჰამედ ბარკინდოს განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი სტაბილურად მიდის და ოპეკ-ის წევრი ქვეყნები ოპტიმიზმით უყურებენ ნავთობის ფასების დასტაბილურებას წლის ბოლომდე.

Opec-ის ანგარიშის თანახმად, პროდუქციის მოცულობა აგვისტოს თვეში 79.000 ბარელით დაეცა 32 მილიონ ბარელამდე, რაც ნავთობის ფასზე დადებითად მოქმედებს. წარმოება შეამცირა ყველა ექსპორტიორმა ქვეყანამ, ნიგერიის გარდა. მთლიანობაში ამ ანგარიშის შემდეგ Brent-ის ხარისხის ნავთობი 52 დოლარიდან  55 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 47 დოლარიდან 50 დოლარამდე. 

bpn

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დიდ ზეგავლენას ახდენენ ოქროს ფასზე. ძვირფასი მეტალი გასულ კვირის დასაწყისში 2-თვიანი გამყარების შემდეგ შემოტრილდა და დასუსტება დაიწყო, რადგან აზიის ბაზარზე შედარებით სტაბილურობა შეინიშნებოდა.

თუმცა ყველაფერი შეიცვალა, ხუთშაბათს, 14 სექტემბერს გამთენიისას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან იაპონიის კუნძულების მიმართულებით სარაკეტო ტესტირების განხორციელების შემდეგ. ბაზარზე განახლებულმა არეულობამ მოთხოვნა  გაზარდა ეგრეთ წოდებულ უსაფრთხო აქტივზე და დასუსტებული ოქრო მცირედით ისევ გამყარდა. მთლიანობაში მოძრაობის დიაპაზონი 1357 დოლარიდან 1315 დოლარამდე იყო.

bpn

ფორექსზე აქტიურობით გამოირჩეოდა ბრიტანული ფუნტი. კვირის მანძილზე გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინფორმაციების ფონზე. ოთხშაბათს, 13 სექტემებრს ბრიტანეთიდან უმუშევრობის დონე გამოვიდა დადებითი 4.3% ნაცვლად 4.4%-ისა. ხუთშაბათს, 14 სექტემბერს, ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დატოვა იგივე 0.25%, მაგრამ თანმხლებ განცხადებაში ბანკის წარმომადგენელებმა ისაუბრეს ეკონომიკურ წინსვლაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, რის ფონზეც ბრიტანული ფუნტი გამყარდა. საინტერესო წყვილი იყო GBP/USD, რომელიც 1.31500-დან ავიდა 1.36140-მდე. ჩვენი აზრით GBP/USD-ის წყვილი გააგრძელებს გამყარებას 1.37000-მდე. 

bpn

18-22 სექტემბრის კალენდარში ჩანიშნულია მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მოვლენები და პოლიტიკური ცვლილებები. დღეს 11 საათზე ინგლისის ბანკის მმართველის, მარკ კარნის სიტყვით გამოსვლაა ჩანიშნული. გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ბრიტანულ ფუნტს. შესაძლებელია მისი გამყარება. სამშაბათს, 19 სექტემბერს, გამთენიის 6-ის ნახევარზე, ავსტრალიის ბანკის პროტოკოლია ფულად საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ხოლო 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკიდან გამოვა უფლება მშენე ბლობებზე. ყურადღება მიაქციეთ: AUD/USD, USD/CAD და USD/JPY-ის წყვილებს. 

ოთხშაბათს, 20 სექტემბერს, 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა საცალო გაყიდვები. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი 22 საათზე ჩანიშნული ამერიკის ფედერალური ბანკის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. სავაჭროდ აქტიური წყვილები იქნება: USD/CAD, EUR/USD, GBP/USD, USD/CHF და USD/JPY. 

ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, ღამის 2 საათსა და 45 წუთზე ახალი ზელანდიიდან გამოვა მ.შ.პ. დილის 7 საათზე იაპონიის ბანკის გადაწყვეტილება იქნება საპროცენტო განაკვეთზე. 12 საათსა და 30 წუთზე ბრითანეთი გამოაქვეყნებს სახელმწიფოს სექტორის წმინდა სესხსს. ვაჭრობა რეკომენდირებულია: NZD/JPY; USD/JPY; EUR/JPY და GBP/JPY-ის წყვილებზე.

პარასკევს, 22 სექტემებრს, ჩვენი დროით ღამის 4 საათზე ჩანიშნულია ახალი ზელანდიის საპარლამენტო არჩევნები. 16 საათსა და 30 წუთზე კანადიდან გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსი. კვირას, 24 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული გერმანიაშიც.