Snooze - ასე ჰქვია "ფეისბუქის" ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ნახონ მისთვის არასასურველი და მომაბეზრებელი პოსტები.
ფუნქცია, რომელიც ამჯერად სატესტო რეჟიმში მუშაობს, მხოლოდ ცალკეული მომხმარებლების გვერდზე ჩნდება, თუმცა ტესტ პერიოდის გავლის შემდეგ ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.
Unfollow ფუნქციისგან განსხვავებით, Snooze საშუალებას მისცემს მომხმარებელს კონკრეტული პირების პოსტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავმალოთ. ეს პერიოდი კი შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ - 24 საათით, ან ერთი კვირით, ან სულაც ერთი თვით. ამ ფუნქციის გააქტიურებისთვის საჭიროა შეხვიდეთ კონკრეტული პირის კედელზე ან რომელიმე ბრენდის "ფეისბუქის" გვერდზე და გაააქტიუროთ Snooze-ის ღილაკი.
კოკა კვირკველია