ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 36 ადამიანის დაკრძალვის ორგანიზებისათვის ბიუჯეტიდან 20 880 ლარი გამოყო. ტენდერი რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი, უმწეო გარდაცვლილი მოქალაქეებისა და უზედამხედველო მოცვალებულების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების ხარჯებისათვის უკვე გამოცხადდა.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მათი დაკრძალვა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. სარიტუალო პროცესი მოიცავს შემდეგ კონკრეტულ მომსახურებებს: სამარხის მომსახურება (სამარხისათვის ადგილის გამოყოფა, სამარხის გათხრა,სასახლის ჩასვენება, საფლავის ამოვსება, ბორცვის მოწყობა);სამარხის ბორცვზე ლითონის ფირფიტის დამაგრება; სასახლე ტრადიციული წიფლის (პოლირებისათვის შესაბამისი ლაქით დაფარული, გამოკრული სარჩულით); კატაფალკით მომსახურება; სასახლის ტრანსპორტირება; სუდარა; სანიტრის მომსახურება.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ჯამურად მინიმუმ 20 000 ლარის ანალოგიური სარიტუალო მომსახურეობის გაწევის გამოცდილება.