„ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდში მერობის კანდიდატი წარადგინა

პოლიტიკურმა პარტიამ „ევროპული საქართველო“ ზუგდიდში მერობის კანდიდატად ლელა ქებურია წარადგინა. ღონისძიება დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა.მერობის კანდიდატთან ერთად პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ სიის პირველი ხუთეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება.

1.ბათლომე შელია

2.ირაკლი ღურწკაია

3.თინათინ თოდუა

4.ალექსი ლიპარტია

5.ალექსანდე ღვინჯილია

კანდიდატების წარდგენამდე ლიდერებმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს. დავით ბაქრაძის თქმით, მათთვის ადგილობრივების პრობლემების შესხებ ცნობილია და მათ მოსაგვარებლად პარტია ყველაფერს გააკეთებს.

„ზუგდიდში „ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი იქნება ლელა ქებურია. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, გუნდი რომელიც იბრძოლებს არა მხოლოდ გამარჯვებისთვის, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზუგდიდისა და ზუგდიდელების პრობლემების მოგვარებისთვის. მე ძალიან დიდი ხანია დავდივარ ზუგდიდში და არასოდეს მინახავას ასეთი სასოწარკვეთა და გაჭირვება ადამიანებისგან, ვინც დაკარგა შემოსავალი, ის ელემენტარული, რასაც მომავალი წლის შემოსავალი ჰქვია. ხალხს სჭირდება დახმარება, ხალხს სჭირდება ზარალის კომპენსაცია, პენსიის გაზრდა და სოციალური დახმარების აღდგენა“, - განაცხდა ბაქრაძემ.