მარნეულის გამგეობამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 127 უპატრონო ძაღლის დასაჭერად, თავშესაფარში გადასაყვანად, ევთანაზიისათვის და დამარხვისათვის 12 700 ლარი გამოყო.
სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ უსახლკარო ცხოველთა იზოლირება ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით უნდა მოხდეს - ლასოთი ან ბადით, შემდგომ მათ სტარილიზაცია და კასტრაცია უნდა ჩაუტარდეთ, ამის შემდეგ იდენთიფიკაცია (საჭდის, ე.წ. ბირკის მიმაგრება) და აყვანის ადგილას გაშვება.
მძიმედ დაავადებული და სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი ცხოველებისათვის კი გათვალისწინებულია ევთანაზია უმტკივნეულო მეთოდით და დამარხვა. გამარჯვებული ვალდებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგულარულად მოაწყოს რეიდები.