აშშ-ს სენატმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს სამხედრო ხარჯებისთვის 692 მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი , მაშინ როდესაც 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტი 619 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ გამოცემა ”დოიჩე ველე” წერს.
კანონს მხარი 89 სენატორმა დაუჭირა, მოწინააღმდეგეთა შორის კი მხოლოდ 8 სენატორი აღმოჩნდა. 640 მილიარდი დოლარი პენტაგონის ბიუჯეტში წავა, დანარჩენი თანხა კი, სამხედრო მისიების ხარჯებისთვის იქნება განკუთვნილი.
ივლისში აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონის საკუთარი ვერსია მიიღო. ახლა ორივე პალატას კომპრომისის მოძებნა მოუწევს, რის შემდეგაც კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.