პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა აქვთ მიღებული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშის თანახმად, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან (2016 წლის 18 ნოემბერი) 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე.
დეპუტატების ჩამონათვალი ასე გამოყურება:
კახაბერ ოქრიაშვილი (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს „პსპ ფარმა”, „პსპ დაზღვევა”. მოგებული ტენდერებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობა 16,584,494.85 ლარია.
იოსებ მაკრახიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს “იბოლია”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა 2,250,440.00 ლარი
გოჩა ენუქიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს “იბერკომპანი”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშკრულების ოდენობა არის - 12,022.50 ლარი.