დეპუტატების შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან პარლამენტის 3 წევრს აქვს მიღებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, ეს დეპუტატებია: კახაბერ ოქრიაშვილი („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”) - რომელმაც 1 წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან 17,429,052.00 ლარი მიიღო; გრიგოლ მიქელაძე („ქართული ოცნება”) - 1,185,000.00 ლარი და ელგუჯა გოცირიძე („ქართული ოცნება - მრეწველები”) - 1,011,839.00 ლარი.