უტენდერო შესყიდვები კარგი არ არის, - აღნიშნული განცხადება უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილმა ირაკლი მექვაბიშვილმა გააკეთა.
მექვაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობასა და მიზანშეწონილობას შეისწავლის.
„უტენდერო შესყიდვები კარგი არ არის. ამაში გეთანხმებით. შესყიდვა უნდა იყოს კონკურენციის პრინციპის გათვალისწინებით და ჩატარდეს ტენდერი“, - განაცხადა მექვაბიშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ითქვა, რომ სახელმწიფო შესყიდვების მესამედზე მეტი, დაახლოებით 37% ტენდერის გარეშე ხორციელდება. ამასთან, ოპოზიციის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყველაზე მსხვილი შემომწირველები ის ფიზიკური და იურიდიული პირები არიან, რომლებიც სახელმწიფო შეყიდვების გზით იღებენ სოლიდურ თანხებს. ოპოზიცია დაინტერესდა, როგორ მოაგვარებს აუდიტის სამსახური აღნიშნულ პრობლემას და რას გააკეთებს ახალი გენერალური აუდიტორი ამ მიმართულებით.