ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციას მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ ადასტურებს.
მდინარაძის თქმით, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მსგავს კვლევას აქვეყნებს, მეტი პროფესიონალიზმი მართებს.
„არ მინდა ვინმეს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა დავაბრალო. კვლევაში ჩემი გვარიც არის ნახსენები, თუმცა იმაზე არაფერია ნათქვამი, რომ ის პატარა საადვოკატო ფირმები, რომლებიც 10-12 წლის წინ შეიქმნა, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებენ, შესაბამისად, არანაირი აქტივობა არ უფიქსირდებათ და წლებია, ოფიციალურადაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა. რომელ სამეწარმეო საქმიანობაზეა საუბარი? მგონია, რომ საზოგადოება არ იმსახურებს არასწორი ინფორმაციების თუ ფაქტების დამახინჯებით მიწოდებას“, - განაცხადა მდინარაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, 9 დეპუტატი პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობას ეწევა და რეგისტრირებულია დირექტორად, მათ შორის, არის მამუკა მდინარაძეც.