მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი მონობის თანამედროვე ფორმის მსხვერპლია , - ამის შესახებ გაერო-ს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ავსტრალიური არასამთავრობო ორგანიზაცია Walk Free Foundation-ის მოხსენებაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოში 5-17 წლამდე ასაკის მომუშავე ბავშვის და მოზარდის რაოდენობა 152 მილიონს აღწევს.
”2016 წლის მონაცემებით, 40,3 მილიონი ადამიანი თანამედროვე მონობის მსხვერპლია. ეს ნიშნავს იმას, რომ 2016 წლის ნებისმიერ დღეს 40 მილიონზე მეტ მამაკაცს, ქალსა და ბავშვს მათი ნების საპირისპიროდ მუშაობას აიძულებდნენ ან იძულებით ქორწინებაში ამყოფებდნენ”, - ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების ავტორები მიიჩნევენ, რომ იძულებით სამუშაოებზე მსოფლიოში 24,9 მილიონი ადამიანია დაკავებული, ხოლო იძულებით ქორწინებაში 15,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.