”თბილისობა 2017” 7-8 ოქრომბერს გაიმართება. მთელი ქალაქის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად რაიონულმა გამგეობებმა ტენდერები უკვე გამოაცხადეს.
თითოეულ გამგეობას ტენდერისათვის სხვადასხვა ოდენობის თანხა აქვს გამოყოფილი. მიმწოდებლებმა დღესასწაულისათვის გასართობი ღონისძიებების ორგანიზება უნდა შეძლონ.
მაგალითად, დიდუბის რაიონის გამგეობამ ამისათვის 3 575 ლარი გამოყო. ღონისძიებები დაგეგმილია ბაღის აღსაზრდელებისთვის და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.მოეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები: საბავშვო მუსიკალური პროგრამა, ანიმატორი, მხატვარი და სხვა. ღონისძიება ჩატარდებ დიღმის მასივში არსებულ ერთ-ერთ დასასვენებელი პარკში. ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას მოეთხოვება თითოეული ტექნიკური დეტალის უზრუნველყოფა.
12 700 ლარი გამოყო აღნიშნული ღონისძიებისათვის საბურთალოს რაიონულმა გამგეობამ. წარმოდგენები ბუკიას ბაღში გაიმართება. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბაღის საზეიმო გაფორმება; სცენისა და გამოფენის მოწყობა; ბაღების ფესტივალის მოწყობა; ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; საბავშვო ატრაქციონების მოწყობა; ანიმატორების შოუ; კონცერტი ცნობილი მომღერლების მონაწილეობით; დართსის, ნარდის, ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი; ქართული ცეკვის ფესტივალი; მხიარული სტარტები; საბურთალოს ამადგარის წარდგენა და ფოიერვერკი.