ხვამლის მთასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 195 ათასი ლარამდე დაიხარჯება. ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი არსებული გზის მოწყობისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დასაპროექტებელი ობიექტი წარმოადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში მყოფ 15 000 მ. გზას, რომელიც გადის დაუსახლებელ ტერიტორიაზე. ხვამლი, კირქვული მასივია ლეჩხუმში, მხარის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 2002 მეტრია.
ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი მიიჩნევა ბერძნული მითური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად.
თანამედროვეობაში, ხვამლის მთა მოგზაურების, მთასვლელებისა და ტურისტებისთვის მიმზიდველ, საინტერესო ადგილად ითვლება.