პეკინის ქუჩაზე 1 კმ-იანი ველობილიკისა და ველოსადგომების მოწყობა უკვე დასრულებულია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, პეკინის ქუჩაზე ველოსადგომი 4 ადგილზე მოეწყო.
ამასთან, ქუჩაზე უკვე დამონტაჟებულია სახანძრო ჰიდრანტებიც, საუბარია 15-მდე ჰიდრანტზე.
ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, ასევე დაწყებულია პეკინის ქუჩაზე სკამების დამონტაჟება და ხვალამდე ქუჩის ორივე მხარეს ჯამში 50 სკამი დაიდგმება.
რაც შეეხება ყვავილის ქოთნებს, მათი განთავსება ეტაპობრივად მომავალი კვირიდან დაიწყება და ჯამში, ქუჩის ორივე მხარეს 100 ქოთანი და 1600-მდე ბუჩქოვანი მცენარე იქნება.
იხილეთ ფოტოგალერეა