პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მექვაბიშვილი კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. კობახიძემ პარლამენტს გენერალური აუდიტორის კანდიდატურის პროფესიული გამოცდილება და საქმიანობა გააცნო.
სესიაზე უშუალოდ მექვაბიშვილისთვის დღეს არ მოუსმენიათ.
ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ხუთი წლის ვადით აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ლაშა თორდია შეცვალა.