სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად დაახლოებით 200 ათასი ლარია გათვალისწინებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მინისტრის თქმით, ვაქცინაცია სამი სახისაა - გეგმური, ურგენტული და სეზონური.
დავით სერგეენკოს განცხადებით, სეზონური ვაქცინაცია ოქტომბრიდან დაიწყება და გრიპის ვაქცინის დაახლოებით 30 ათასი დოზისთვის 200 ათასი ლარია გათვალისწინებული.
“სახელმწიფო ვაქცინებს ყიდულობს მაღალი რისკის ჯგუფის პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ორსულებისთვის, ქრონიკული დააავადებების მქონე პირებისთვის და ა. შ.”, - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ზოგადად ქვეყანაში ვაქცინაციისათვის ბიუჯეტში 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული.