23 სექტემბრიდან, 26 მაისის მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში გადაადგილდება.
დედაქალაქის მერიის ცნობით, პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს და მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდება.
ამასთან, მერიის ცნობით, იმ კერძო ავტომობილების წინააღმდეგ, რომლებიც ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილში შევლენ, კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები გატარდება.