საცობი პეკინის ქუჩაზე

პეკინის ქუჩაზე საცობია. მძღოლებს ერთ ადგილას დგომა რამდენიმე წუთის განმავლობაში უწევთ. მათი ნაწილი საცობისაგან თავის დაღწევის მიზნით მოძრაობის წესებსაც არღვევს და ავტობუსების სამოძრაო ზოლში გადადის.

”ამ ქუჩას არც ცალმხრივად გადაკეთება შველის და არც რეაბილიტაცია. მაინც სულ საცობია. მარტო ამ ქუჩაზე კი არა, ცენტრალურ უბნებში სულ ასეა. განსაკუთრებით საღამოს. სამსახურიდან რომ გამოვდივარ, 2 საათი მინდა სახლამდე,” - უთხრა ”ბიზნესპრესნიუსს” ერთ-ერთმა მძღოლმა.

bpn