”ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს, 21 სექტემბერს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 21 სექტემბერს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2802 აბონენტს სტეფანწმინდაში, არშაში, სიონში, ჯუთასა და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 18:00 საათამდე 626 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში ზემო ნაქალაქარი, ვეძათხევი, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.