პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა, სადაც 200-მდე ავტომობილი დაეტევა , - ამის შესახებ დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, პარკინგების ადგილები პეკინის ქუჩაზე განსხვავებული ფორმით მოეწყობა. დედაქალაქის მერის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა სავარაუდოდ, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების შეერთების ადგილთან ახლოს მოხდება.
”პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე, დამატებით 50 საპარკინგე ადგილი შეიქმნა, თუმცა აქ მომავალში გათვალისწინებულია მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა, სადაც დამატებით 200-მდე მანქანის განთავსების ადგილი იქნება. ასე რომ, პარკინგთან დაკავშირებით პეკინის ქუჩაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება ჩვენ არ გვექნება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.