პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს ხვდება.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებს საქართველოში, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კაპიტალის ბაზრის განვითარება.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია არის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორი საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.1 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.
შეხვედრას ასევე, ესწრებიან აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარი (Yesim Elhan-Kayalar) და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.