მსოფლიოში ბევრი რეკლამისდამკვეთი ერთხმად თანხმდება, რომ 30-წამიანი რეკლამა ნაკლებად ეფექტურია.
ამიტომ მათი უმრავლესობა ბოლო პერიოდში უპირატესობას 6-წამიან რეკლამებს ანიჭებს.
გასულ წელს YouTube-მა პირველად ჩაუშვა 6-წამიანი სარეკლამო რგოლების ახალი ფორმატი, ე.წ. bumber-ads. შედეგმა არ დააყოვნა - 6-წამიანი სარეკლამო რგოლები მალე გახდა პოპულარული მომხმარებელს შორის.
ცოტა ხნის წინ YouTube-მა 6-წამიანი პოპულარული რეკლამების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველი ადგილი სამსუნგის GalaxyS8Plus-ის რეკლამას ერგო. მეორე პოზიციაზეა ქათმის ბურგერების მწარმოებელი კომპანია CMO-ს რეკლამა Mom’s Touch, მესამეზე კი Géramont-ის რეკლამა.
პირველ ათეულში ასევე მოხვდა კორონას, კოკა კოლას, დიურასელის და Scholl-ის 6-წამიანი რეკლამები.