გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ 15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2976 აბონენტს წილკანში, ერედაში, წეროვანში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.