ზუგდიდის მერობისთვის 7 კანდიდატი იბრძოლებს

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის მერობის 7 კანდიდატი დარეგისტრირდა. ექვსი მათგანი მერობისთვის პარტიული სიით, ერთი კი დამოუკიდებელ კანდიდატად იბრძოლებს.

დღეს დარეგისტრიდა ცესკოში მმართველი პარტიიდან მერობის კანდიდატი ლაშა გოგია. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს ლევან კონჯარია, „ევროპული საქართველოდან“ - ლელა ქებურია, ხოლო „პატრიოტთა ალიანსიდან“ გოგიტა ბიგვავა იყრიან.

დღესვე ცნობილი გახდა კიდევ ორი კანდიდატის ვინაობა. ერთ-ერთი მათგანი გიზო სტურუაა, რომელიც კენჭს საარჩევნო ბლოკ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოდან“ იყრის, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზურაბ ჯინჯოლავაა.

ზუგდიდს მერობის ერთი დამოუკიდებელი კანდადატი ჰყავს. ზვიად (დომენტი) სიჭინავა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. დღეს ცესკოში კანდიდატების დარეგისტრირების ბოლო ვადა იყო.