სემეკი დღეს, ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს.
როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დღის წესრიგშია აღნიშნული, საუბარია 4 კომპანიაზე, როგორიცაა - „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (თბილსრესის N3, 4 ბლოკები), შპს ,,მტკვარი ენერჯი" (თბილსრესის N9 ბლოკი), შპს ,,გარდაბნის თბოსადგური" და შპს ,,ჯიფაუერი“.
სემეკ-ის განმარტებით, დაგეგმილსა და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის სხვაობაა, რაც დაკორექტირებას მოითხოვს.
ტარიფების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომისია უზრუნველყოფს საჯარო სხდომის პირდაპირ ტრანსლირებას კომისიის Facebook გვერდის საშუალებით - www.facebook.com/gnerc. სემეკის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.