ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, სამუშაო ჯგუფი ადგილზეა გასული და არკვევს თუ რამ გამოიწვია დაიზიანება. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟიცაა მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, გზაზე წყლის მილი დაზიანდა და ერთ მონაკვეთზე გზის ჩანგრევა ამან გამოიწვია.