სემეკმა ორი კომპანიისთვის 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
სემეკმა 2 კომპანიისთვის 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
კერძოდ, სემეკმა შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (თბილსრესის N3,4 ბლოკები) და შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ ( თბილსრესის N9 ბლოკი) გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც სემეკის სხდომაზე აღინიშნა, შესაბამისი დაგენილების გამოცემის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 დეკემბერი.
როგორც სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა, ტარიფების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომისია უზრუნველყოფს საჯარო სხდომის პირდაპირ ტრანსლირებას კომისიის Facebook გვერდის საშუალებით - www.facebook.com/gnerc.