შვეიცარიაში მსოფლიოს ყველაზე დიდი ელექტრომობილის - 45-ტონიანი თვითსაცლელის პრეზენტაცია გაიმართა.
ინჟინერთა განცხადებით, თვითსაცლელი Komatsu HD 605-7-ის ელექტრომობილად გადაკეთება ექსპერიმენტის სახით მოხდა. თუმცა, უახლოეს ხანებში 45-ტონიანი თვითსაცლელი ექსპლუატაციაში ჩაეშვება. მათივე თქმით, ტურბოდიზელის ნაცვლად, ავტომობილს ელექტროძრავი დაუყენდა.
ელექტრომობილის ელემენტი 1 440 ნიკელის, მარგანეცისა და კობალტის უჯრედისგან შედგება, რომელთა მთლიანი სიმძლავრე 700 კვტ. საათია. ელემენტი 4,5 ტონას იწონის. შედარებისთვის - მსუბუქი ელექტრომობილების ელემენტის სიმძლავრე იშვიათად აჭარბებს 100 კილოვატ საათს.