რა ვითარებაა ამ წუთებში ზაჰესის ხიდთან, სადაც გზის ნაწილი ჩაინგრა (+ვიდეო)

ზაჰესის ძველი ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი, დღეს დილის საათებში ჩაინგრა.

როგორც გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ხიდის ქვეშ არსებული წყლის მილი გასკდა და ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილის დაზიანება ამან გამოიწვია.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორის მამუკა კიკალიშვილის განცხადებით, ადგილზე რამდენიმე მაგისტრალური წყალსადენი მილი გადის და სავარაუდოდ, 1 000 მილიმეტრიანი მილი დაზიანდა.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეებისთვის წყლის მიწოდების შეზღუდვა მოხდება, ამის შესახებ აბონენტებს ესემესებით შეატყობინებენ.

ვიდეოს თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე ავრცელებს.