მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
საქართველოს მასშტაბით სულ 1 110 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 100 ადამიანი დაიღუპა, 1628 კი დაშავდა.
შსს-ს მონაცემებით, ივლის-აგვისტოში თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის 460 ფაქტი დაფიქსირდა, რა დროსაც გარდაიცვალა 19 ადამიანი, ხოლო 589 ადამიანი დაშავდა.
აჭარის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევის 132 ფაქტი მოხდა - გარდაცვლილია 4 ადამიანი, ხოლო დაშავებულია - 202.
სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევის 44 ფაქტი მოხდა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 66 დაშავდა.
იმერეთსა და რაჭაში 112 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 196 დაშავდა.
შიდა ქართლში ამავე პერიოდში 92 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც დაიღუპა 14 ადამიანი, დაშავებულია 160 ადამიანი.
ქვემო ქართლში ავტოსაგზაო შემთხვევის 100 ფაქტი მოხდა - 15 ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა.
კახეთის რეგიონში 72 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 101 დაშავდა.
სამცხე ჯავახეთის რეგიონში 31 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა - 3 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 39 დაშავდა.
მცხეთა-მთიანეთში 37 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც დაიღუპა 4, ხოლო დაშავდა 60 ადამიანი.
გურიის რეგიონში სულ 30 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 65 დაშავდა.
მონაცემების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევები აგვისტოში უფრო ხშირი იყო, ვიდრე ივლისში. შემთხვევების დროს აგვისტოს თვეში გარდაიცვალა 58 ადამიანი, ხოლო ივლისში 42. რაც შეეხება დაშავებულებს, აგვისტოში დაშავდა 847 ადამიანი, ივლისში კი - 781.