დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა ფასების ზრდაა - ამის შესახებ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბიუჯეტის 6 თვის შესრულებასთან დაკავშირებით უმცირესობას ხვდებოდა, მან გულწრფელად აღიარა, რომ საეჭვოა ფასების ზრდის მაჩვენებელი 4 %-ზე ჩამოვიდეს.
„ფასების ზრდა 7% იყო ივნისში, 6 % - ივლისში და 5,7 კი აგვისტოში. ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად მოქალაქეები ვყიდულობთ მაღაზიასა თუ აფთიაქში, ძვირდება. ასევე მნიშვნელოვნად ძვირდება ტრანსპორტი, რადგან საწვავზე ფასების ზრდას ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ მავნებლურმა, უგუნურმა გადაწყვეტილებამ შარშან დეკემბერში, როდესაც საწვავზე აქციზი გაზარდეს. ეროვნულმა ბანკმა მაშინვე მისცა გაფრთხილება მთავრობას რომ ეს ფადების ზრდას წაახალისებდა და მართლაც ასე მოხდა.
„ჩვენ ვხედავთ ფასების ზრდის ძალიან მაღალ დონეს ზაფხულში და ამ პერიოდში ამას დაემთხვა სემეკის მიერ გადაწყვეტილების მიღება გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით.ზოგიერთ რაიონში გაზი 16-17 თეთრით გაძვირდა . მაგალითად ყაზბეგში, დუშეთში, საგარეჯოში,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.