მსოფლიოს უამრავი ცნობილი და სკანდალური განქორწინება ახსოვს, თუმცა ზოგისთვის ეს პროცესი ძალიან სარფიან საქმედ იქცა.
ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური და ლამაზი წყვილის ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორება ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. „ფორბსის“ ინფორმაციით, ერთობლივი ცხოვრების მანძილზე მათ 555 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. ჯერჯერობით უცნობია, საერთო ქონებიდან ვის რამდენი მილიონი ერგება, თუმცა უდავოა, რომ ამ წყვილის განქორწინებაც ძვირადღირებულთა სიაში შევა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე განქორწინება შეჩერებულია.
კევინ კოსტნერი და სინტია სილვოი
განქორწინების ფასი:
80 მილიონი დოლარიამერიკელი მსახიობი კევინ კოსტნერი და სინტია ერთმანეთს 1975 წელს კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდნენ და ორნახევარი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. 1994 წელს 16 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი განქორწინდა.
ჰარისონ ფორდი და მელისა მეტისონ
განქორწინების ფასი:
85 მილიონ დოლარსა და 118 მილიონ დოლარს შორის მერყეობსამერიკელი მსახიობი ჰარისონ ფორდი და სცენარისტი მელისა მეტისონი ერთმანეთს 1979 წელს შეხვდნენ და ერთად 17 წელი იცხოვრეს. წყვილი 2000 წელს განქორწინდა, მეტისონი 2015 წელს დაიღუპა.
სტივენ სპილბერგი და ემი ირვინგი
განქორწინების ფასი:
100 მილიონი დოლარისამგზის ოსკარით დაჯილდოებულმა ამერიკელმა რეჟისორმა, სტივენ სპილბერგმა და ემი ირვინგმა ქორწინებაში მხოლოდ 4 წელი გაატარეს. ისინი 1989 წელს დაქორწინდნენ და 4 წლის შემდეგ განქორწინდნენ. ირვინგმა 100 მილიონი დოლარი მიიღო.
მელ გიბსონი და რობინ გიბსონი
განქორწინების ფასი:
425 მილიონი დოლარითითქმის 30-წლიანი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შემდეგ გიბსონების წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა. რობინ მურმა მსახიობი მეუღლისგან ქონების ნახევარი მიიღო. წყვილმა 1980 წელს იქორწინა და 2009 წელს დაშორდნენ.