გამოკითხული ბრიტანელების 52% ”ბრექსიტს” მხარს არ უჭერს.
ამის შესახებ გამოცემა The Independent კომპანია BMG Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით წერს.
12-15 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარს რესპონდენტთა 48% უჭერს.
გამოკითხვაში მონაწილეობა 1447-მა მოქალაქემ მიიღო.
2016 წლის 23 ივნისში ჩატარებულ რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი ბრიტანელების 52%-მა დაუჭირა.