დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთვება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტოში აცხადებენ.
ამ დროის მონაცემნებით, დაბა წაღვარში ძლიერი დაკვამლიანებაა, რაც ხილვადობის მხრივ პრობლემებს ქმნის, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სააგენტოში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას,ხანძრის ხელახალი კერების გაჩენის თაობაზე.
დილიდან სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო.