„ფეისბუქის“ დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში კომპანიის 75 მილიონამდე აქციის გაყიდვას გეგმავს.
მისივე თქმით, აქციების გაყიდვით მიღებული თანხის საქველმოქმედო პროექტებს დააფინანსებს.
„გადავწყვიტეთ, ეს პროცესი დავაჩქაროთ და უახლოეს 18 თქვეში „ფეისბუქის“ 35-დან 75 მილიონამდე აქციას გავყიდით, რათა მხარი დავუჭიროთ პროექტებს განათლების, მეცნიერებისა და იურისპრუდენციის სფეროებში“, - დაწერა ცუკერბერგმა „ფეისბუქზე“.
2015 წელს პირველი შვილის შეძენის შემდეგ მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ აქციების 99%-ს ქველმოქმედებს მოახმარს. მისივე თქმით, „ფეისბუქის“ აქციების გაყიდვას პერიოდულად, ცხოვრების ბოლომდე მოახდენდა.