თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მალატიაში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სპეციალურად მხოლოდ ქალებისთვის ვარდისფერი ტროლეიბუსები დანიშნა.
ეს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტში მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ წელს ადგილობრივმა სტუდენტემა გოგონებმა კამპანია, სახელწოდებით „ვარდისფერი ტროლეიბუსები“ გამართეს და მოითხოვეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა, რომლითაც მხოლოდ ქალები ისარგებლებდნენ.
ვარდისფერი ტროლეიბუსები გვირილებით არის გაფორმებული და მასში მხოლოდ ქალი მგზავრები დაიშვებიან. ტროლეიბუსის მძღოლებიც ქალები არიან.