იანვარ-აგვისტოში ბანკების წმინდა მოგებამ 561,103 მილიონი ლარი შეადგინა

2017 წლის იანვარ-აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 157,494 მილიონი ლარით გაიზარდა.

მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 561,103 მილიონი ლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარ-აგვისტოში კი აღნიშნული მაჩვენებელი 403,609 მილიონი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ბანკების შემოსავლებმა 2,778,568 მილიარდი ლარი, ხოლო ხარჯებმა 2,147,579 მილიარდი ლარი შეადგინა.

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, კომერციული ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 59,290 მილიონ ლარს გაუტოლდა.