მამაკაცისთვის საჩუქრის შერჩევა სირთულეს აღარ წარმოადგენს

საჩუქარი ის ნივთია, რომელიც ყველას აბედნიერებს.

გულით შერჩეული საჩუქარი დადებითი ემოციებით ავსებს როგორც მის მიმღებს, ისე გამცემს. თუმცა საჩუქრის შერჩევა, რომელიც ასე გააბედნიერებს ორივე მხარეს, არც ისე მარტივი საქმეა. განსაკუთრებულად რთული კი მამაკაცის საჩუქრის შერჩევაა. ამ კუთხით ხომ ბაზარზეც, როგორც წესი, მცირე არჩევანია იმ მრავალფეროვან არჩევანთან შედარებით, რომელიც ქალებისთვის საჩუქრის შერჩევისას გვაქვს. წარმატებული მამაკაცებისთვის კი მათი ცხოვრების წესისა და სტილიდან გამომდინარე სათანადო საჩუქრის არჩევა მართლაც განსაკუთრებული დილემაა.

ბოლო პერიოდში წარმატებული კომპანიები ამ მიმართულებით გააქტიურდნენ და მომხმარებელს მამაკაცის საჩუქრებს აქტიურად სთავაზობენ. ბაზრის მოთხოვნას არ ჩამორჩა მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსიც”, რომელიც Luxury Gifts-ის ფარგლებში თავის მომხმარებლებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სასაჩუქრე ნივთებს სთავაზობს. Hugo Boss და Pierre Cardin - სწორედ ის ბრენდებია, რომელთა ნივთების ქონაზე უარს ალბათ არც ერთი მამაკაცი არ იტყოდა. ”ბიბლუსის” მაღაზიებში დაგხვდებათ აღნიშნული პრემიუმ კლასის ბრენდების უმაღლესი ხარისხის კალმები, ორგანაიზერები, ბლოკნოტები და სასაჩუქრე ნაკრებები - ყველაფერი, რაც წარმატებულ ადამიანს სჭირდება.

ჰუგო ბოსმა თავისივე სახელობის კომპანია 1923 წელს დააფუძნა. თავდაპირველად სამხედროებს უკერავდნენ ფორმებს, მოგვიანებით კი კომპანიის ნაწარმი უფრო მრავალფეროვანი გახდა. ამჟამად ბრენდი აქტიურად მუშაობს როგორც ტანსაცმლის ხაზზე, ასევე სასჩუქრე პროდუქციის მიმართულებაზე. მოდის რევოლუციონერი პიერ კარდენი კი 1945 წელს ჩავიდა პარიზში და მაღალი მოდის ფერხულში ჩაება. მას შემდეგ საუბრები პიერ კარდენზე არ შეწყვეტილა. ბრენდის პროდუქცია საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სწორედ მათი პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყვიტა ”ბიბლუსმა” ქართველ საზოგადოებას Hugo Boss-ისა და Pierre Cardin -ის სასაჩუქრე პროდუქცია შესთავაზოს. წარმატებული ქართველი მამაკაცები კი არასდროს იტყვიან მათ ტარებაზე უარს.

”ბიბლუსის” მიერ წარმოდგენილმა საკმაოდ ფართო არჩევანმა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის გემოვნებიანი, დახვეწილი საჩუქრის შერჩევის პროცესი გაამარტივა. ამ ეტაპზე Luxury Gifts-ის სერიის ფარგლებში „ბიბლუსი“ 2 ბრენდის სასაჩუქრე ნივთებს სთავაზობს მომხმარებელს, მაგრამ ახლო მომავალში იგეგმება ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოება და წარმოდგენილი ბრენდების სიაც გაიზრდება. აღნიშნული პროდუქცია წარმოდგენილია „ბიბლუსი გალერეებში“: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 7, კანდელაკის 7, ქ. ბათუმი მემედ აბაშიძის 52.

(R)