2017 წლის იანვარ-აგვისტოში კომერციულ ბანკებს ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 185,187 მილიონი ლარით გაეზარდა.
კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ რვა თვეში ფიზიკური პირების სესხებიდან ბანკების შემოსავალმა 1,013,719 მილიარდი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის ამავე პერიოდში 828 532 მილიონი ლარი იყო.
ზოგადად, სესხებიდან კომერციულმა ბანკებმა საანგარიშო პერიოდში 1,572,350 მილიარდი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს. მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1,378,570 მილიარდი ლარი იყო.
იურიდიული პირების სესხებიდან მიღებულმა ბანკების შემოსავალმა კი 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 556,678 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 547,720 მილიონი ლარი იყო.