„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის გენერალურ გეგმას მიესალმება. მისი თქმით, ქალაქისთვის გენერალური გეგმა ერთგვარი კონსტიტუცია იქნება.
"მე როგორც ვიცი, ჯერ მიმდინარეობს განხილვები, არის გარკეული შეკითხვები. შესაბამისად, დრო დასჭირდება ამ დოკუმენტის შესვლას საკრებულოში. საზოგადოების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოოდ, გენერალური გეგმის მიღებას მივესალმები. ეს იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია და შეგვეძლება ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დავუსვათ ქაოტურ განაშენიანებას, უსახურ შენობა-ნაგებობებს და ა.შ.",- განაცხადა კალაძემ.