როგორ დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებიც "ბასლეინის" ზოლში გადავლენ

თბილისში პეკინის და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე სპეციალურ ზოლში მოძრაობს. Bus lane-ის ზოლში (ავტობუსის სამოძრაო ზოლი) სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია.

ავტომობილების მძღოლების მიერ აღნიშნულ ზოლში მოძრაობა გამოიწვევს 200 ლარით დაჯარიმებას. ამას გარდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით, მძღოლებს მართვის მოწმობაზე 30 ქულა დააკლდებათ.

როგორც შსს-ში განმარტავენ, Bus lane-ის ზოლის გადაკვეთა იგივე ტიპის სამართალდარღვევაა, როგორიც ღერძულა ხაზის გადაკვეთა.

რაც შეეხება ველოსიპედისტებს და ქვეითებს, მათ მიერ ავტობუსების ზოლში გადაადგილება ითვალისწინებს 3 ლარით დაჯარიმებას.

წყარო: ALLNEWS