“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს.
როგორც “ყაზტრანსგაზ-თბილისი” იუწყება, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 1. გააჩნდეს გარკვეული გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად; 2) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; 3) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება; 4) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია) და არ არის გასული შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა; 5) გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა; 6) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 09:00-დან 18:00 საათამდე. დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში”, მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია. სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 6 ოქტომბერი, 18:00 საათი. სატენდერო განაცხადების კონვერტები გაიხსნება 2017 წლის 11 ოქტომბერს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა. დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@ktg-tbilisi.ge.