უკონტაქტო პატრულირების ამოქმედებიდან ორ თვეში 3 ათასზე მეტი ჯარიმა დაიწერა

უკონტაქტო პატრულირების ამოქმედებიდან ორ თვეში 3 ათასზე მეტი ჯარიმა დაიწერა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, უკონტაქტო პატრულირების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების საფუძველზე საქართველოში 3065 საჯარიმო ქვითარი შედგა.

ცნობისთვის, საგზაო უსაფრთხოების კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკონტაქტო პატრულირება, ქვეყნის მასშტაბით 1-ელი ივლისიდან გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ამოქმედდა. მძღოლს უკონტაქტო პატრულირების ზონაში შესვლამდე, შესაბამისი მანიშნებელი ხვდება, რომლიც მას აფრთხილებს, რომ ის უკონტაქტო პატრულირების ზონაში შედის.