გიორგი გახარია ადასტურებს, რომ შენობიდან, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული, გადასვლას გეგმავენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ შენობიდან, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული, გადასვლას გეგმავენ.

ამავე დროს, გიორგი გახარიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შენობის მეპატრონემ ფართის დაცლა სთხოვა.

“ეს ჩემთვის სიახლეა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო შენობის გარეშე არ დარჩება.

ჩვენ ვაკეთებთ პროექტს ეკონომიკის სამინისტროს შენობის ასაშენებლად და არა მგონია, რამე პრობლემა იყოს. შენობის აშენებას შეიძლება დასჭირდეს წელიწადნახევრამდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში იგივე შენობაში დავრჩებით. სადმე სხვაგან გადავალთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს სამინისტრო სხვა შენობაში გადასვლას.