კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1 მილიარდი ლარით გაიზარდა

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.0 მილიარდი ლარით ანუ 3.2%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6%-ით) გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა აგვისტოში 31.5 მილიარდი ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, 2017 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1%-ია.