გეგმური სამუშაოების გამო ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 VI , VII, VIII და IX კვარტლების, აეროდრომის დასახლების, სამგორის I დასახლების, კალოუბნის, ჯავახეთის და შუამთის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 IV მიკრორაინის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ფერიცვალების, ურბნისის, დუტუ მეგრელის, ჩეხოვის, ისნის და მეტეხის ქუჩების მცხოვრებლებს. ანალოგიური მიზეზით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, შანდორ პეტეფის და მანდელშტამის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10: საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის, კომკავშირის ხეივნის, ამაღლების, მარო მაყაშვილის, როსტომ მუსხელიშვილის და გიზო ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

შეზრუდვა გავრცელდება კრწანისის რაიონშიც, სადაც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბერძნის ჩიხის, ნადიკვარის დასახლების, ნადიკვარის, სულიკო თორთლაძის, გორგასალის, ბეჟან კალანდაძის, მანანა მელქაძის, რუსუდან მეფისაშვილის, ბერძნის და მარტვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ზურაბ ჟვანიას მოედნის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გაგარინის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში კი ანალოგიური მიზეზით, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ილია ვეკუას, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 13:30 საათიდან 15:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბარალეთის ჩიხის, ლიბანის შესახვევის, ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში კი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.