ბულინგი სკოლებში - სიტუაცია, რომელიც მოზარდების უმეტესობისათვის კარგად ნაცნობია - სწორედ ესაა ანდროიდის რეკლამის მთავარი თემა. თანატოლებისაგან დაჩაგრული ფურცელი, მაკრატელი და ქვა ერთმანეთს სწორედ ჩაგვრის წყალობით იპოვნიან.რეკლამა გვიჩვენებს, რომ დახმარებას ხშირად იმათგან მივიღებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველით.